საგადასახადო შეღავათები ბიზნესს - პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება დაანონსა და თქვა, რომ კომპანიებს გადასახადები შეუმცირდებათ. შეღავათი იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც საერთაშორისო კომპანიის სტატუსს მიიღებენ, გამოყოფილია ორი დარგი - ესაა საზღვაო სექტორი და IT კომპანიები.
საგადასახდო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, რომლითაც ვაძლევთ დღეს შესაძლებლობას კომპანიას, რომელსაც საერთაშორისო მნიშვნელობას მივანიჭებთ, დაუწესდეს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის, როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, დაახლოებით მცირდება 5%-მდე, - ამბობს გახარია
არჩევნებამდე 3 კვირით ადრე საგადასახადო შეღავათბზე ისაუბრა ასევე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარანმაც. მან განმარტა, რომ საზღვაო კომპანიებს, რომლებიც გემთმშენებლობას ეწევიან, ან საკვები პროდუქტის მომარაგებით არიან დაკავებული, შეუმცირდებათ 5%-მდე საგადასახადო და საშემოსავლო გადასახადები.