ნაციონალური მოძრაობის ისნის შტაბის წინ საარჩევნო ნომერი დააზიანეს. მთავარი არხის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ნომერს ორი არასრულწლოვანი აზიანებს.
ოპოზიცია მომხდარს მმართველ პარტიას უკავშირებს და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დავალებების შესასრულებლად არასრულწლოვნების გამოყენება დაიწყო.
„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა და რამდენიმე პროცენტით უსწრებს ქართულ ოცნებას. ამაზე დაბოღმილებმა, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან არიან ერთუჯრედიანები“ - ამბობს გიორგი ონიანი, „ენმ“-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი.