ოლიგარქის შემწირველები - "ოცნებამ" ბიზნესმენებისგან წინასაარჩევნოდ 7 მილიონი მიიღო

გამოქვეყნდა:

დუგლაძეების მარანის მესაკუთრეების მსგავსად ქართულ ოცნების შემწირველთა გრძელ სიაში 300 ფიზიკური თუ ბიზნეს სუბიექტი მოხვდა. ჯამში მმართველმა გუნდმა მხოლოდ ერთ თვეში, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 6 495 650 ის შემოწირულობა მიიღო. ქართული ბიზნესის უეცარ მონდომებას დაასაჩუქრონ პარტია - მმართველ გუნდში  “ბიზნესის თავისუფალი სუნთქვით”  ხსნიან. 

ქავთარაძეზე, მშენებარე კორპუსის მესაკუთრემ ოცნებას 60 ათასი ლარი შესწირა. ლაშა ბაგრატიონის კომპანიამ კორპუსის მშენებლობა დაასრულა, ხალხიც შეასახლა, ფანჯრები კი მოგვიანებით გამოჭრა. ბაგრატიონი შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის ძმაა. 

შემომწირველებს შორისაა კომპანია ელ -ჯორჯიას დირექტორი დიმიტრი კუპატაძე 41 ათასი ლარით. ის სახელმწიფო ტენდერში არაერთხელაა გამარჯვებული.  

კომპანიის ოფიციალურ მისამართზე არავინ დაგხვდა. კომპანიის წარმომადგენელი ტელეფონით,​კატეგორიულად უარყოფს რომ წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდისთვის შეწირული თანხა ტენდერებში კომპანიის გამარჯვებას უკავშირდება. 

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ 7 მილიონიან შემომწირველთა შორის ბევრი ისეთი ბიზნესმენი მოიძებნება, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად პარტიამ იხმო და ახლა ბიზნესიც იძულებულია ათობით ათასი ლარი ქართულ ოცნებას შესწიროს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციულ სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ შემომწირველებს შორის ისეთი კომპანიები ჭარბობბს, რომლებიც სახელმწიფოსთან ხელშეკრულებებს  ხშირ შემთვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით აფორმებენ, რაც სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს შეიცავს. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წინა არჩევნების მსგავსად შემოწირულობების მიხედვით მმართველი გუნდი ლიდერობს. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით,ყველაზე მეტი თანხა წინასაარჩევნოდ ოლიგარქის პარტიამ მიიღო, ოპოზიციურ სპექტრში კი ციფრები არც ისე შთამბეჭდავია. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი