"ჯორჯიან მანგანეზის" ყოფილი თანამშრომელის განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელობა სამსახურიდან თანამშრომლებს პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისუფლებს. ის ვინც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ არის ან/და კიდევ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების მიმართ სოციალურ ქსელში ნეგატიურ პოსტებს გამოაქვეყნებს, საპასუხოდ სამსახურიდან უშვებენ.
პირი, რომელიც "მთავარ არხს" დაუკავშირდება ყვება, რომ ხელმძღვანელები ავალებდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისთვის "გასაშვებად მიზეზი მოეძებნათ".
ჯორჯიან მანგანეზში, რომელიც უკავია ამწუთას ბიძინა ივანიშვილის იმის შანტაჟი არის სამსახურიდან გაშვების მიზნით, თუ არ მოგვცემთ ხმას, აუცილებლად გაგიშვებთ სამსახურიდან. გამაფრთხილეს, ცუდ პოსტებს ნუ წერ ფეისბუქზე ბატონი ბიძინას მიმართ, ამ მთავრობას ნუ ლანძღავ, - ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული.
მისივე თქმით, მუშაობის პერიოდში რამდენიმე ადამიანი მსგავსი მიზეზით გაათავისუფლეს.