ქართული ოცნება დღეს იმდენად ძლიერია, რომ კონკურენტებს მხოლოდ პროვოკაციები დარჩათ - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დღეს "ქართული ოცნება" იმდენად ძლიერია, რომ მის კონკურენტებს წინასაარჩევნოდ მხოლოდ პროვოკაციები დარჩათ. გახარიას თქმით, ამ არჩევნებში ისინი გაიმარჯვებენ, ოღონდ გაიმარჯვებენ სამართლიან ბრძოლაში.

ყველანი კარგად ვხედავთ, როგორ ძლიერად არის დღეს ქართული ოცნება“წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ მინდა ჩვენ თითოეულ მხარდამჭერს მოვუწოდო, რომ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს. ქართული ოცნება დღეს იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეებს კონკურენტებს ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის პროვოკაციები. ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინების უდიდესი ძალა საერთო გამარჯვებისთვის, ქვეყნის გამარჯვებისთვის, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ღირსეულად, მოვითმინოთ და სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. ეს უნდა იყოს ქვეყნის გამარჯვება, - თქვა გიორგი გახარიამ.

ამ თემაზე გახარიამ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი