არჩევნების წინ დიდი სპექტაკლი ჰქონდათ დადგმული, ჩემი ქმარი ხელისშემშლელი აღმოჩნდა - სულაძე

გამოქვეყნდა:

დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე ამბობს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებას დიდი სპექტაკლი ჰქონდა დაგეგმილი და მისი ქმარი ხელისშემშლელი აღმოჩნდა. თამარი ამბობს, რომ სასამართლო "ზემოდან მართულია" და იმ გადაწყვეტილებას იღებს, რასაც უბრძანებენ.

მე ასე ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ დიდი სპექტაკლი ჰქონდათ და ჩემი მეუღლე არ არის მართალია პოლიტიკოსი, მაგრამ ამ სპექტაკლის განხორციელებაში მათი ხელისშემშლელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ როდესაც მას ისეთი რამ დააბრალეს, ისეთი სიბინძურე, რაც სინამდვილეში არ იყო, მან თავი დაიცვა და თქვა, რომ ასე არ ყოფილა და ამით ჩაუშალათ ის, რაც არჩევნების წინ უნდოდათ ხმების  მოსაპოვებლად, - ამბობს თამარ სულაძე.

დღეს, 9 ოქტომბერს, დაკავებულ ივერი მელაშვილის მისი ადვოკატი ციხეში შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი