გამოძიება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ბრალეულობით უნდა დაინტერესდეს - ხელისუფლება გარეჯზე

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდი თანხმდება, რომ ვერც ივერი მელაშვილი და ვერც ნატალია ილიჩოვა დამოუკიდებლად ვერ იქნებოდნენ, იმ გადაწყვეტილებებსი მისაღებად, რომელზეც პროკურატურამ დავა დაიწყო. "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ გამოძიება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობითაც უნმდა დაინტერესდეს.

თუ აქ სახეზეა დანაშაული, ამ დანაშაულს სჭირდებოდა მომზადება და შემდეგ აღსრულება, აღსრულებაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებლები. ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პასუხისმგებელი, ასეთი დანაშაულის შემთხვევაში,  არის მაღალი რანგის თანამდებობის პირი და მნიშვნელოვანია გაირკვეს მაღალ დონეზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

"ქრთული ოცნების" დეპუტატის, რატი იონათამიშვილის აზრით, წინა ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამ თემაზე კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის პირველი პირები იღებდნენ, მაგრამ კომისიის მუშაობა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ის ქმნის შეთანმხების საფუძველს, - ამბობს რატი იონათამიშვილი.

 ოპოზიცია ხელისუფლების ბრალდებებს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ ორივე დაკავებული პოლიტპატიმარია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი