ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ნიკა მელია, ამომრჩევლებს შეხვდა და განაცხადა, რომ ამაყია, რადგან აქ შეკრებილებთან ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა აერთიანებს:
"მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანისთვის აქ ყოფნა არ იყო ადვილი, ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ თქვენ მაინც მოხვედით და მე ამით ამაყი ვარ, განსაკუთრებით ამაყი კი იმიტომ ვარ, რომ ჩვენ გვაერთიანებს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას მხარდასაჭერად ამომრჩევლებს მიმართეს გიორგი ვაშაძემ, შალვა ნათელაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა.