ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობდა და მათი თქმით, ის ფაქტი, რომ მუხთარლი ქვეყანაში არ შემოუშვეს ამ ეჭვს ამყარებს.
ოპოზიციაში, ასევე, ამბობენ, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად ხელისულფებამ ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი თქვა.
ის, რომ დღეს მუხთარლის პრობლემებს უქმნიან და არ უშვებენ ქვეყანაში, ეს კიდევ უფრო ამტკიცებს იმ ეჭვს, რომ რეალურად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან ბერვი რამ დასამალი ამ საქმესთან დაკავშირებით და აქტიურად უშლის ხელს სიმართლის დადგენას, - თქვა, ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქარვთელოს" დეპუტატის, ოთარ კახიძის თქმით, 31 ოქტომრბის შემდეგ, როცა ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, ყველა მსგავს საქმეზე ობიექტური გამოძიება ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ აზერჯაბიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში ჩამოსვლას გუშინ, 9 ოქტომბერს გეგმავდა. ადვოკატების თქმით, მას საბუთების პრობლემა არ ჰქონდა და ჩამოსვლასთან დაკავშირებით პროკურატურა წინასწარ იყო საქმის კურსში. მუხთარლი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას და ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავდა.
მუხთარლი მომხდარს Facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ივანიშვილმა მისი ქვეყანაში შემოშვება ვერ გაბედა, რადგან ხელისუფლება მშიშარაა.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. რისთვისაც, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.