მელაშვილის ადვოკატმა საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა - კარტოგრაფების საქმე

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

უფლებადამცველის თქმით, მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა. მისივე თქმით, საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც იტყვის რომ ივერი მელაშვილი არის დამნაშავე, აქიდან გამომდინარე ადვიკატის მიაჩნია, რომ სასამართლო კონკრეტულ პპოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. 

ბატონ ივერი მელაშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობა სცდება სამართლის მიზნებს და არის თვითნებური. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოქმედებს გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ აი ეს ადამიანი იმყოფებოდეს პატიმრობაში და ამას უკვე არანაირი შემხებლობა არ აქვს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან. შესაბამისად ბატონი ივერი მლაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. თუ კი ვინმემ მსგავსი ფაქტის შესახებ იცოდა, ანუ დანასაულის შესახებ იცოდა და გამოძიებაში ამის შესახებ გაცხადებული, ეს ცალსახად შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ ადგილი აქვს დნაშაულის დაფარვას. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვისაც ჩავთვლით საჭიროდ, რომ შემხებლობა აქვთ ამ საქმესთან და ბრალდებამ მათზე არ გაამახვილა ყურადღება, ჩვენ დავკითხავთ აუცილებლად მათ სასამართლოში, - ამბობს ადვოკატი. 

დაკავებულების ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაგზავნონ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს ილიჩოვას ადვოკატმა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 

ცნობითვის, ზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი