„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კახიანი საგანგებო ბრიფინგზე "ლელოს" აქტივისტს რაშიდ გუსაევს "ქართული ოცნების" დეპუტატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს. 

"გუშინ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ლელოს" აქტივისტმა რაშიც გუსაევამა გაავრცელა ვიდეო, სადაც შეურაცხყოფა მიაყენა "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს სავალან მირზოევს და ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ წინასაარჩევნო პროცესის ძალადობრივ ველზე გადატანას, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ. კახიანმა მომხრეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და მსგავსი შემთხვევების შესახებ შეატყობინონ სამართალდამცავ ორგანოებს. 

"მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება, გამოიკითხა მირზოევი, ხოლო რაც შეეხება ვიდეოს, რომელიც "ლელოს" აქტივისტმა გაავრცელა, საკმაოდ მძიმე სანახავია და როგორც უკვე აღვნიშნე, ემუქრება სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით, რაც, სავარაუდოდ, სავალანის პარტიულ კუთვნილებას უკავშირდება". 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი