სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საომარ მოქმედებებს შეაჩერებენ. თუმცა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რამდენიმე საათში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა თავის Facebook პოსტში აზერბაიჯანი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. სტეპანიანის, თქმით 12:05 წუთზე აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფმა ყარახამბეილზე იერიში მიიტანა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის ამ განცხადებას მორიგ სიცრუესა და პროვოკაციას უწოდებს. უწყების, თქმით შეთანხმება პირიქით, სომხეთმა დაარღვია და ცეცხლი ტარტარისა და აღდამის ოლქებში გახსნა. 

შეგახსენებთ, რომ, თითქმის ორი კვირის განმავლობაში მთიან ყარაბაღში შეტაკებების შემდეგ, 9 ოქტომბერს, გვიან ღამით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ საომარ მოქმედებებს შეაჩერებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ხელმძღვანელობით მიმდინარებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი