"ხალხია ქვეყანაში მთავარი" - ჟვანია ივანიშვილის საარჩევნო მოლოდინის შესახებ შეკითხვაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო მოლოდინი ("ქართული ოცნების" 63%-ით არჩევნებში გამარჯვების შესახებ,-რედ.) ზეწოლის მცდელობა ცესკოზე, განაცხადა, რომ ვერანაირი წინასწარი გათვლა რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან ვერ იქნება აღქმული ზეწოლად.

"ქვეყანაში ხალხია მთავარი" - განაცხადა თამარ ჟვანიამ გადაცემის წამყვანის დამატებით შეკითხვაზე: "ანუ, ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილი არ არის თქვენთვის ავტორიტეტი?".

გადაცემის წამყვანმა ცესკოს თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის ცნობილი წერილის შესახებ დაუსვა შეკითხვა, სადაც ოლიგარქი მხარდამჭერებს ამხნევებს და წერს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში, მინიმუმ, 63%-იან მხარდაჭერას მიიღებს. 

"მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც წინა რამდენიმე არჩევნები, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკოსები სხვდასხვა მოლოდინს აცხადებდნენ. ეს მოლოდინი დამთხვეული იქნება იმას, რაც იქნება ამომრჩევლის ნება არჩევნების დღეს. ამიტომ ვერანაირი მოლოდინი და წინასწარი გათვლები ვერ იქნება აღქმული ზეწოლად იმიტომ, რომ წლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია ზუსტად ითვლიდა ხმებს და რაც სურს ამომრჩევლებს, მათი ნება იქნება 31 ოქტომბერს, ხალხია ამ ქვეყანაში მთავარი, - ამბობს თამარ ჟვანია. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური განცხადება 8 ოქტომბერს გაავრცელა. მან დაწერა, რომ 31 ოქტომბერს "ოცნება" არჩევნებში დამაჯრებლად, 63%-ით გაიმარჯვებს. ივანიშვილმა ძალადობაში და რადიკალურ ქმედებებში ოპოზიცია დაადანაშაულა და თქვა, რომ პირადად ის, ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი