"საქმემ გამოაჩინოს, ვინ რა კაცია..." - ლექსენის მხარდაჭერა ნიკა მელიას

გამოქვეყნდა:

"საქმემ გამოაჩინოს, ვინ რა კაცია..." - ლექსენის მხარდაჭერა ნიკა მელიას. გლდანის ოლქში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას, საარჩევნო პროგრამის წარდგენის დროს რეპერმა იმღერა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

"მიხარია, რომ ბევრნი ხართ, აი ასე ერთობით და ერთად გავიმარჯვებთ. თქვენს მხარდასაჭერად მეც მზად ვარ ყოველთვის. ასე, რომ მე ჩემს სათქმელს ჩემი სიმღერით ვიტყვი", -  თქვა ლექსენმა. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია გუშინ, 9 ოქტომბერს, ამომრჩეველს შეხვდა. მელიას მხარდასაჭერად ამომრჩევლებს მიმართეს გიორგი ვაშაძემ, შალვა ნათელაშვილმა, ელენე ხოშტარიამ და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი