"კანონიერ ქურდად" კურთხევა ყველას, ვინც სააკაშვილს დაარტყამს - შუშანაშვილის დაპირება მესამე პრეზიდენტის ცემისთვის

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კვირას ათენში ქართველ ემიგრანტებს ხვდება. როგორც ჩანს, მესამე პრეზიდენტის აქტივობა "ქართულ ოცნებას" და მმართველი პარტიის იმ წევრებს, რომლებიც ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში არიან შემჩნეული, ძალიან აშფოთებთ და არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღეს: კრიმინალური ავტორიტეტები გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. 

როგორც ცნობილი გახდა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც დიდი ხანია, ათენში ცხოვრობს, 200-დე პროვოკატორი უკვე შეკრიბა და "კანონიერ ქურდად" კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს ათენში დაარტყამს. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებთან შეხვედრის გაუქმებას არ აპირებს. 

"საქართველოში მათი ბოგინი უახლოვდება დასასრულს, 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილს და ქურდებს, ისინი ვერაფერს გახდებიან, ასე რომ ხვალ ველოდები ჩვენს თანამემამულეებს ათენში და ევროპის სხვა ქალაქებშიც", - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას მის მიმართ ე.წ. ქურდული სამყაროს მუქარის შესახებ

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს ათენში კვირას, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ხვდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი