პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობამდე საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებმა, დამკვირვებლებმა, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმოადგენლებმა 14 -დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ და
არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს დილის 7 საათზე საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა მივიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. 

აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს საიტზეა განთავსებული. 

მუხლი 11

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები/დამკვირვებლები/საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებული არიან 2020 წლის 18 ოქტომბრის დილის 10 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე გაიარონ სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული პირები საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა გამოცხადნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დღის დილის 7 საათზე - წერია  საქართველოს კანონმდებლობაში

საუბნო-საარჩევნო კომისიის და სპეცჯგუფის წევრები პენიტენციურ დაწესებულებაში არ დაიშვებიან იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო კარანტინს არ გაივლიან და 29 ოქტომბერს არ წარადგენენ PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.  

სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აანაზღაურებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი