საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს ათენში დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე, ხვდება. ეს მაშინ, როცა ცნობილი გახდა, რომ ე.წ. კანონიერმა ქურდმა, ლაშა შუშანაშვილმა, რომელიც დიდი ხანია ათენში ცხოვრობს, 200-დე პროვოკატორი უკვე შეკრიბა და "კანონიერ ქურდად" კურთხევას დაპირდა ყველას, ვინც სააკაშვილს ათენში დაარტყამს.
ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრა არ გააუქმა და დაგეგმილ პროვოკაციას ასე გამოეხმაურა:
საქართველოში მათი ბოგინი უახლოვდება დასასრულს, 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილს და ქურდებს, ისინი ვერაფერს გახდებიან, ასე რომ ხვალ ველოდები ჩვენს თანამემამულეებს ათენში და ევროპის სხვა ქალაქებშიც, - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას მის მიმართ ე.წ. ქურდული სამყაროს მუქარის შესახებ.
მიხეილ სააკაშვილმა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრის დეტალები, დრო და ადგილი, გუშინ, Facebook-პოსტის საშუალებით გაგვაცნო.