"ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ.. მომწერე პასუხიბ და არ მომწერის;;))), - ასე გამოხმაურა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ოდიშარია Facebook-ზე "საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის" იურისტს, ისტორიკოს ვახუშტი მენაბდეს.
მენაბდემ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე პარლამენტის საშვის მქონე მანქანა იყო გაჩერებული.
ყველა თანასწორია მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი. ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა რომელზეც ისაა გაცემული მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი. ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ, - წერდა მენაბდე.
პოსტს სოციალურ ქსელში კრიტიკული კომენტარები მოჰყვა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მანქანა ბექა ოდიშარიას ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, რომ ბექა ოდიშაირა მთაწმინდა-კრწანისის ოლქში იყრის კენჭს.