განადგურებული ფუტკრები და 20 000 ლარის ზარალი - საჩხერის სოფელ ქორეთში მცხოვრებ დავით ფარქოსაძეს, ეს პრობლემა, ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებულმა სამუშოებმა შეუქმნა.
გლეხი 20 წელია მეფუტკრეობას მისდევს და მისი შემოსვალის, ერთადერთი წყარო ეს ბიზნესი იყო. შეწამვლის სამუშაოების შემდეგ ფარქოსაძეს ფუტკრების 47 ოჯახი გაუნადგურდა.
დაზარალებულები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი კაპანაძემ მოინახულა. მისი თქმით, ხელისუფლება მოქალაქეებს დახმარების ნაცვლად გამოუვალ მდგომარეობაში ადგებს.
ფაროსანას წამალი გაუშვეს და ფუტკარი დამეხოცა, მყავდა 47 ძირი და ფაქტიურად სასკევე დამრჩა და საფუტკრე აღარ მაქვს, - ამბობს დავით ფარქოსაძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შესაბამისი ინფორმირება არ მოხდა და სახლემწიფოსგან გამაფრთხილებელი შეტყობინება ისეთ დროს მიიღეს, რომ ფუტკრების გაყვანა ვერ მოასწრეს.