ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსიდან ბათქაში ცვივა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე,  ჭავჭავაძის გამზირზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებიდან ბათქაში ცვივა. დაზიანებული ფასადი ბევრჯერ გამხდარა ადამიანების დაშავების მიზეზი.

სიცოცხლისთვის საშიშ კორპუსებთან, პარტია "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და ქალაქის მერიას კორპუსების რეაბილიტაციისკენ მოუწოდა.

ფატალური შემთხვევების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება არ აყენებს ამ საკითხს როგორც უმწვავესად პრიორიტეტულს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქში გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ უხარისხოდ, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჩნდება კორუფციული გარიგებების ეჭვიც. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი