ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე საკუთარ პოლიტიკურ განწყობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მხარს არავის უჭერს. მისი თქმით, ეკლესია არაფერში ერევა და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ სურს ხელისუფლების სათავეში.
ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ. ბევრჯერ გავაფრთხილე, რომ თავი დაგვანებონ. ნუ გვაიძულებენ, რომ მართლა მხარი დავუჭიროთ ვინმეს, თორემ, გადახედონ მხარს როცა ვუჭერდით ხომ... ვინც დღეს ლაპარაკობს იმათ "სასიკეთოდ" არ მთავრდებოდა. ამიტომ, მაგასაც დაუკვირდით. დღეს ვარ ნეიტრალურ პოზიციაზე. რასაც ვუყურებ, ასე მირჩევნია. თუ იქნება ვადამდელი არჩევნები, იქ უკვე ჩემს აზრს დავაფიქსირებ. ვიღაცების ჭკუაზე არც მივლია და არც ვივლი. ჩვენ (ეკლესია) არაფერში ვერევით. რასაც ხალხი გადაწყვეტს, ისე იყოს, - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.
გარდა პოლიტიკური თემისა, მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგებაზე კარტოგრაფების დაპატიმრებასაც გამოეხმაურა. კომიის საქმიანობა მან შეაფასა, როგორც "უგულო" და თქვა, რომ ახლადწამოწყებულ გამოძიებას წინასაარჩევნო პერიოდს ვერ უკავშირებს.