პარტია "ლელოს" წარმომადგენლებმა კახეთში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებს თელავში შეხვდნენ და მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ტალახაძე, წარუდგინეს.
უნდა გამოვიდეთ, იმ ჩაკეტილი მდგომრეობიდან, შიშის მდგომარეობიდან, ნიჰილიზმის მდგომარეობიდან და უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი 30 წლიანი წრე, გამოვიდეთ და ჩვენი ოჯახები, ჩვენი ხალხი უნდა გამოვიყვანოთ გამარჯვების ხაზზე და გამარჯვება ყოველთვის მიიღწევა, როცა მიდიხარ წინ, - თქვა ირაკლი ტალაძემ.
წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბადრი ჯაფარიძეც. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ 31 ოქტომბერს არჩევნებში სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.