ნატო ჩხეიძე - მაჟორიტარობის კანდიდატი მშობლიური მხარის გადასარჩენად

გამოქვეყნდა:

ნატო ჩხეიძე გორის რაიონში, ხაშურსა და ქარელში წარმოადგენს გაერთიანებულ ოპოზიციას. 

დეპუტატობა მისთვის ახალი ხილი არ არის, მაგრამ წელს ზუსტად ხილით განთქმულ რეგიონში პირველად იყრის კენჭს როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი.

არჩევანი არ არის შემთხვევითი - ნატო ჩხეიძე თვითონაც გორში დაიბადა და ამავე რაიონიდან იყო მისი მამაც, ცნობილი ქართველი მწერალი ოთარ ჩხეიძე. მისი წინაპრები ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლები იყვნენ და ამის გამო საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულთა შორის მოექცნენ. 

ნატო ჩხეიძის შვილები უშუალოდ არიან ჩართული დედის წინასაარჩევნო კამპანიაში და მას აქტიურად ეხმარებიან. 

ნატო ჩხეიძე მართავს შეხვედრებს რაიონში, რომელიც, წესით კარგად უნდა ცხოვრობდეს ხილის გადამამუშავებელი და ამ სფეროსთან დაკავშირებული ქარხნების და ფაბრიკების ხარჯზე. წარმოების მთელი ჯაჭვი უნდა მუშაობდეს და ასაქმებდეს მოსახლეობას. მაგრამ რეალობა ასეთი არაა - ხილის დიდი ნაწილი ხეებზე დაუკრეფავი რჩება. დეპუტატობის კანდიდატი ამ რეალობის შეცვლას აპირებს. 

ნატო ჩხეიძის ძმა, მწერალი როსტომ ჩხეიძეც გაერთიანებული ოპოზიციის სიაშია.

ხოლო ნატო ჩხეიძის მეუღლე ზაზა ოქუაშვილია, რომლის დიდი ბიზნესგამოცდილება აუცილებლად გამოადგება მომავალ დეპუტატს თავისი რაიონის დასახმარებლად. 

ოქუაშვილის მხარდაჭერის დიდი დამსახურებაა "მთავარი არხი" რომ არსებობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი