6 გარდაცვლილი პაციენტიდან 3 - აჭარიდანაა, 2 - თბილისიდან, 1 - საჩხერიდან - ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 6 პაციენტიდან, 3 - აჭარიდანაა, 2 - თბილისიდან, 1 კი - საჩხერიდან. 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში გარდაცვლილი პაციენტი 62 წლის მამაკაცია, რომელიც გალიდან არის და კლინიკაში 11 სექტემბერს შეიყვანეს. 

კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. 

“პაციენტს ჰქონდა რამდენიმე ქრონიკული დაავადება მათ შორის  რევმატოიდული პოლიართრიტი. კლინიკაში შემოყვანის დღიდან იყო მართვით სუნთქვაზე.  ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”-განაცხადა ქამუშაძემ.

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 12 ოქტომბერს, კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარიდანაა, 178 - თბილისიდან.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 11 794;
  • გამოჯანმრთელებულია - 6 327;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 85;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 971;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 28 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი