ამომრჩევლების მოსყიდვა, ძალადობა და მუქარა - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური ანგარიშს და გამოვლენილ დარღვევებს აქვეყნებს.
საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:
ორგანიზაციის შეფასებით, სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში.
ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელის შეშლის ფაქტები („ლელო“ და „ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა“), რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია - აცხადებენ საიაში.
შუალედურ ანგარიშში საუბარია მხოლოდ სექტემბრის თვეზე.