
თბილისში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტრის დამატებითი საწოლების მობილიზებას იწყებს. მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად კლინიკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან დედაქალაქში გვაქვს ინფიცირებულების მატება, მოხდება დამატებითი საწოლების მობილიზება. ახლა, სამინისტროში მიმდინარეობს კლინიკებთან შეხვედრა. არსებული კლინიკები, რომლებიც კოვიდინფექციის მართვაში ნაწილობრივ არიან ჩართულები, დღის ბოლომდე კოვიდინფექციის მართვაში სრულად იქნებიან ჩართულები - ამბობს ტიკარაძე.
რაც შეეხება სასუნთქ აპარატებს, ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის თავისუფალია 150-ზე მეტი სასუნთქი აპარატი, თუმცა იგეგმება დამატება
საკოორდინაციო საბჭოს მოლოდინის მიუხედავად, დედაქალაქში ახალი შეზღუდვები არ დაუწესებია, თუმცა თქვეს, რომ ვითარებას აკვირდებიან, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებითაც.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 24 საათში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 7 პაციენტი.