ევროპული საქართველოს ერთ ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ოპოზიციის ერთობის დარღვევაში ადანაშაულებს. facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უგულავა ამბობს, რომ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებების დროს, მიხეილ სააკაშვილს ფორმატი არ მოსწონდა, რადგან თავად არ იყო ერთპიროვნული ლიდერი.
გიგი უგულავას შექმნილ ვითარებას "სამეფო კარის თამაშებს" ადარებს და მიხეილ სააკაშვილი მას სერსეი ლანისტერს აგონებს:
"ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად. ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალეების, ანუ ბიძინასა და ქოცების წინააღმდეგ, ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის როგორ შეხმატკბილებულად ემზადება.
სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა როგორც სერსეი ლანისტერი, ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას, მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას უბრალოდ არ აქვს. ამის შედეგია, რომ ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. ახლა თავს იწყნარებენ, მთავარი ლიდერია და არა სია. დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად.
მისი თქმით, ნახევრად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სია არარეალური იყო და ამ აზრზე იყვნენ "ენმ"-ს ლიდერებიც, თუმცა ვანო მერაბიშვილის გამოჩენამ, როგოც უგულავა ამბობს, ყველაფერი შეცვალა, შედეგად "ენმ"- ყველა შეთანხმებიდან გავიდა:
"...ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილიც, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და სწორედ ის, მერაბიშვილი ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. ასეც მოხდა. ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა – ან მე, ან ბიძინა, სხვა ყველა “პარტიუკაა” და არავითარი კოალიცია არ იქნება, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო თამაშის წესი, მტერი აღმოჩნდა. ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე „ევროპული საქართველო“, შემდეგ „გირჩი" - ამბობს უგულავა
"ევროპულო საქართველოს" ლიდერის თქმით, გამოსავალი არის - არ შეუქმნან კოალიცია ბიძინა ივანიშვილს და არ დაუჭირონ მხარი მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობას.
"სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის ოცნებას და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალი ან ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა...ამბობს უგულავა და მთავარ ამოცანად არჩევნებზე, ასახელებს:
უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერსსებზე მაღლა, საკუთარი ინტერესების დაყენებისთვის ხალხისგან პასუხს მიიღებენ:
"მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან.... დიახ, ძალიან უცნაური არჩევნებია – წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკაშვილს. ეს არის გამარჯვების ფორმულა დღეს“ ამბობს უგულავა ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხევვა, როდესაც გიგი უგულავა მიხეილს სააკაშვილს აკრიტიკებს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, როდესაც "ენმ" ორ პარტიად გაიყო და იმ პირებმა დატოვეს ნაციონალირი მოძრაობა, ვინც დღეს “ევროპულ საქართველოს” წარმოადგენს. გიგი უგულავამ 2017 წლის იანვარში ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მესამე პრეზიდენტი მწვავედ გააკრიტიკა და მას "ფუნქციადაკარგული მანქანა" უწოდა
"ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ, როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში" - თქვა მაშინ უგულავამ.