ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრი, ლევან ქართველიშვილი, 3 საათზე მეტია საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში იკითხება.
უწყებაში შესვლამდე, ქართველიშვილმა თქვა, რომ გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე გამოძიებული არ არის.
ქართველიშვილს გუშინ, 11 ოქტომბერს საღამოს საათებში, ბახტრიონის ქუჩაზე დაესხნენ თავს. მას სახის არეში დაზიანებები აქვს და ამბობს, რომ ანგარიშსწორების მოტივი პოლიტიკურია. ქართველიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობი პირების გაღიზიანება "ენმ"-ს მაისურმა გამოიწვია.