ჩხუბი ქობულეთის აგრალური ბაზრის შესასვლელთან. დაპირისპირება "ლელოს" პარტიის მხარდამჭერებსა და ბაზრის ადმინისტრაციის შორის მოხდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა ჩივაძის თქმით, ბაზრის ადმინისტრაცია მათ აქტივისტებს სააგიტაციო მასალის დარიგებას და საარჩევნო კამპანიას უშლის . მისი ინფორმაციით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ლელოს 2 აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბაზრის ტერიტორიიდან გააძევეს. ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მისულ ლელოს წევრებს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გზა გადაუღობეს და ტერიტორიაზე შესვლის საშულება არ მისცეს.