ხელისუფლების ხელით შესრულებული რუსული სცენარი - მკვლევრები გარეჯის საქმეზე

გამოქვეყნდა:

ახლა კალენდარზე 2020 წელი არ არის, 1919 წელია და სულ ცოტა დაგვრჩა 1921 წლამდე - ასეთ შეფასებას აკეთებენ მეცნიერები და მკვლევარები, რომლებიც საპატრიარქოში წლების მანძილზე მუშაობდნენ და კარგად იციან როდის და რის გამო მწვავდებოდა გარეჯის საკითხი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის რუსული სცენარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ხელით სრულდება.

მნიშვნელოვანია რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესი, მითუმეტეს დღეს არსებული ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, რომლის გადაწყვეტილების მექნაიზმზეც ჯერ არაფერი ვიცით და პროგნოზირებაც ძალიან ძნელია, ახლა ჩვენი ომი გვაქვს მოსაგები, ეს ომი არის არჩევნები, რათა ამით შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირი გავიყვანოთ ამ ქვეყნიდან, - თქვა მკვლევარმა ლელა ჯეჯელავამ.

მკვლევარი თამარ მესხი ამბობს, რომ ხელისუფლებამ 1921 წლის სცენარი არ უნდა გაიმეოროს.

შემთხვევითი არ არის, რომ ეს ამბავი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ომი, ეს ომი არ გეგონოთ, რომ ძალიან შორს არის, ძალიან ადვილად შეიძლება ცეცხლის ალმა გადმოიწიოს საქართველოს ტერიოტირაზე. გამოიყენეს კირიონი, ამჯერად ჩანს, რომ თავდაცვის მინისტრმა, - თქვა მკვლევარმა, თამარ მესხმა.

თავად მეუფე კირიონი არ პასუხობს კითხვას, რატომ წამოიწია გარეჯის საქმემ მაინც და მაინც ახლა. მისი თქმით, კითხვები ჟურნალისტებმა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.

რაც შეეხება პოლიტილოგებს, ისინი ამბობენ, რომ ეს მხოლდო წინასაარჩევნოდ დაგეგმილი სცენარი არაა და დარწმუნებულები არიან, რომ გარეჯის ირგვლივ მიმდინარე საკითხში მთავარ როლს რუსეთი თამაშობს, რომელიც წლებია ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა გააფუჭოს. 

რა თქმა უნდა, რუსეთის შემოგდებული სცენარია, ის პიროვნება ვინც მოიტანა ეს რუკა არის ჩვეულებრივი რუსეთის სპეცსამსხურთან კავშირზე მყოფი ადამიანი. ხელისუფლება საკუთარი ვიწრო და არაშორს მხედველი წინასაარჩევნო ინტერესის გამო აზიანებს ეროვნულ ინტერესს, - თქვა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმამ ნოდარ ხარშილაძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანთან ტერიორიულ დავას ამ საქმის საფუძველზე არ აპირებენ. 

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიება 8 ოქტომბერს შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი