ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, განცხადებას.
გასაგებია, რომ პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას. კონკურენციაა პარტიებს შორის და, ერთიანობის მიუხედავად, ითხოვს გარკვეული განსხვავებების ჩვენებას. თუმცა, მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ, - თქვა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის ერთობა დაარღვია. მისი თქმით, სააკაშვილს ერთიანი ოპოზიციის ფორმატი არ მოსწონდა, რადგან თავად ერთპიროვნული ლიდერი არ იყო.