ჯანდაცვის სამინისტრო COVID–19-ის ვაქცინის შესახებ მთავარი არხის შეკითხვას პასუხობს

გამოქვეყნდა:

2020 წლის 6 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილი მისწერა და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, დაიწყო თუ არა ჯანდაცვის უწყებამ მუშაობა ვაქცინის ხელმისაწვდომობაზე, რომელ ქვეყნებთან მართავს საქართველო მოლაპარაკებებს, დგას თუ არა ვაქცინის რიგში და რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ ვაქცინა უფრო ადრე მიიღოს, ვიდრე 2022 წლის ბოლოა, როგორც ეს ბიუჯეტშია ნათქვამი.

ჯანდაცვის სამინისტრომ "მთავარ არხს" ოფიციალური წერილით 9 ოქტომბერს უპასუხა. საინტერესოა, რომ სამინისტრომ 9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილშივე მოიწერა, რომ ზუსტად 9 ოქტომბერს აპირებდა ვაქცინის ღირებულების წინასწარი გადასახადის დაფარვას, რასაც, სამინისტროს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული ხელშეკრულება ავალდებულებდა.

სამინისტროდან გამოგზავნილი წერილით ვიგებთ იმასაც, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 2021 წლის ბოლომდე 2 მილიარდი დოზა ვაქცინის შესყიდვას გეგმავს, რაც მათივე თქმით, ხელს შეუწყობს პანდემიის მწვავე ფაზის დასრულებას. წერილშივე ვკითხულობთ, რომ 9 ვაქცინიდან - 7, რომლის შესყიდვასაც სამინისტრო გეგმავს, ჯერ კიდევ კლინიკური გამოცდის ფაზაშია.

აქვე, შეგახსენებთ ჯანდაცვის ექსპერტის სერგო ჩიხლაძის კომენტარს, რომელიც მან მთავარ არხთან საუბრისას სწორედ ვაქცინის მიღებაზე დაყრდნობით, ეპიდსიტუაციის წინასწარ განსაზღვრაზე გააკეთა: „რადგან ზუსტად არ ვიცით, იქნება თუ არა ვაქცინა 2021 წლისთვის, პროგნოზირება და ამის მიხედვით სამოქმედო გეგმის შემუშავება არასწორია.

ცნობისთვის,  2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველომ შესაძლოა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2022 წლის ბოლომდე ვერ მიიღოს, რაც, ბიუჯეტის თანახმადვე, 2025 წლის ჩათვლით ვირუსის დამატებით ტალღებს და ეკონომიკურ რყევებს გამოიწვევს.

სამინისტროს პასუხი სრულად: 

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი