ჩვენ არ ვებრძვით "ქართულ ოცნებას", ვებრძვით იმ პრობლემებს რომლის სათავეც "ოცნებაა" - გრიგოლ ვაშაძე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი და "ერთიანი ნაციონალური მოძროაბის" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდა. მან აღნიშნა, რომ 2017 წლიდან ყველაზე დიდი მონაპოვარია ის, რომ ეს ქალაქი შევიძინა და ამ ქალაქმა იშვილა.

ჩვენ გვებრძვის ქართული ოცნება, გვაბრალებენ ვირუსის გავრცელებას, სანიტარიული წესების არ დაცვას, რადიკალურ ოპოზიციონერობას, მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით ქართულ ოცნებას, ჩვენ ვებრძვით იმ სიღატაკეს, დემოგრაფიულ კატასტროფას, ემიგრაციას, რომლის სათავეც ქართული ოცნებაა. ჩვენ ვებრძვით 8 წლიან ტყუილს, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მის შეხვედრაზეც არიან ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს 41 შემოხაზა, მისი თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს წარსულსაც და მომავალსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი