საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრი, ლევან ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ პოლიცია არავის დააკავებს. ქართველიშვილს ორი უცნობი პირი გუშინ, 11 ოქტომბერს, ბახტრიონის 35 ნომერში სასტიკად გაუსწორდა. ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი მხოლოდ ის გახდა, რომ ლევან ქართველიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომრიანი მაისურით იყო.
დაზარალებულს ადგილზე სასაწრაფო სამედიცინო დამხარება დასჭირდა, თავდამსხმელები კი ადგილიდან მიიიმალნენ. მომხდარიდან 24 საათის შემდეგაც კი პოლიციას არავინ დაუკავებია.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქვეყნის არაფრომალური მმათრთველი არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, ოპოზიციის წარმოამდგენლების წინააღმდეგ დასამჯელო ღონისძიებებს კიდევ უფრო გაახშირებს.
"ქართული ოცნების" მხადრამჭერებისგან ოპონენტებზე თავდასხმის ეს პირველი ფაქტი არ არის. ის რომ მმართველი გუნდი ძალადობის ინიციატორებს ახალისებს და ხელს აფარებს, არაერთხელ დადასტურდა:
28 სექტემბერს ბოლნისის რაიონში უცნობმა პირებმა აფხაზეთის ომის ვეტერანს, სერგო ირემაძეს ბენზინგასამართ სადგურზე "ქართული ცონების" მხარდამჭერმა, ოთარ ჩიქოვანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მანქანის შუშა ჩაუმსხვრია. მიზეზი - "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის, არიფ იუსუფოვის სანახავად ჩასვლა გახდა, რომელსაც ერთი დღით ადრე "ქართული ოცნების" მაჟრიტარობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა, გოჩა მეშველიანი მხარდამჭერებთან ერთად სასტიკად გაუსწორდა. ცნობილია დამნაშავისა და მასთან ერთად მყოფი ყველა პირის ვინაობა, თუმცა გამოძიებას არავინ დაუკავებია,
ძალადობის 11 ფაქტი და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მცდელობა - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით სექტემბრიდან დღემდე მკვეთრადაა გაზრდილი წინასაარჩევნო ძალადობისა და მუქარის ფაქტები, განსაკუთრებით საყურადღებო გარდაბანსა და მარნეულში მომხდარი ინციდენტებია.
გადამწყვეტ არჩევნებამდე 18 დღე რჩება, "ქართული ოცნება" კი ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს.