კორონავირუსით გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარიდანაა - ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს გარდაცვლილი 9 პაციენტიდან 5 აჭარიდანაა. 

აქვე, დღეს, 13 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 207 აჭარიდანაა, 168 კი თბილისიდან. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 12841
  • გამოჯანმრთელებულია - 6867;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 102;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5590
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი