"ლელო საქართველოსთვის" პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძეა. პარტიის გადაწყვეტილების შესახებ "ლელოს" ერთერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, გვაცნობა.
ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას, ახლებურ მიდგომასა და ახლებურ მმართველობას. ჩვენ საქართველოს პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე გთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს, - თქვა უსუფაშვილმა.
პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პრეზენტაციაზე თქვა, რომ "ლელოს" დახმარებით საქართველო შეძლებს "ქათული ოცნების" გასტუმრებას და, ამასთან, არც ძველ პოლიტიკას მოუშვებს ხელისუფლებაში.