შიდა ქართლში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულებს შორის 3 სკოლის მოსწავლეა.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის თქმით, 13 პირის ინფიცირების წყარო დადგენილია, ყველა კონტაქტი კი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
ამასთან, რეგიონში დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 2 სკოლა და სოფელ მეტეხის საჯარო სკოლოს მეთერთმეტე კლასი.
ცნობისთვის, პანდემიის მეორე ტალღის შემდეგ, შიდა ქართლში კორონავირუსით 118 პირი დაინფიცირდა. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 544 ადამიანი.
რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, 13 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 207 აჭარიდანაა, 168 კი თბილისიდან.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.