ვერ გამიაზრებია რა ხდება ჩემ თავსო, ასე მგონია კარები გაიღება, შემოვლენ, ბოდიშს მომიხდიან...- "კარტოგრაფების საქმე"

გამოქვეყნდა:

საქმის მასალებში, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს გადასცეს, ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაზე არაფერია ნათქვამი. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათთვის ნოღაიდელის დაკითხვაზე არაფერი იყო ცნობილი. ადვოიკატები ბრალდებულებთან შეხვედრას დღეს აპირებენ:

ჩვენთვის გადმოცემუილ მასალებში ნოღაიდელი არ არის დაკითხული, შესაბამისად მისი ჩვენების შინაარსი ჩვენთვის უცნობია. სავარაუდოდ, მას შემდეგ დაკითხეს, თუკი პროკურატურა დასატურებს ამას, რაც ჩვენ გადმოგვცეს მასალები - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი.

რაც შეეხება წერილს, რომლის გამოც სავარაუდოდ ნოღაიდელი დაკითხეს, ადვოკატის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელადასტურებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურია.

მას ვერ გაურკვევია რა დანაშაული ჩაიდინა. მას ჰქონდა პოზიცია, რომ - ვერ გამიაზრებია რა ხდება ჩემ თავსო, ასე მგონია კარები გაიღება, შემოვლენ, ბოდიშს მომიხდიან და გამათავისუფლებენო..." ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხვას ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. ნოღაიდელი საგამოძიებო უწყებამ სავარაუდოდ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ახლა გაჩნდა. 

საქმე ეხება აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომ დავითგარეჯის ის ძეგლები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს. დოკუმენტს ხელს ზურაბ ნოღაიდელი საქართველს მთავრობის მეთაურის სახელით აწერს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი