კარტოგრაფების საქმე - პროკურატურამ ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხა

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმეში, კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი, ზურაბ ნოღაიდელი ჩნდება. საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი შოთაძის უწყებამ გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხა. მთავრობის ყოფილი მეთაური, "მთავართან" გამოკითხვის ფაქტს ადასტურებს და ჩვენების შინაარსზე საუბარს, ის უახლოეს პერიოდში საჯაროდ გეგმავს. 

ჯერჯერობით, უცნობია დაუსვეს თუ არა კითხვები ნოღაიდელს იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ახლა გაჩნდა. 

საქმე ეხება აზერბაიჯანელი კოლეგისთვის, ყოფილი პრემიერის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომ დავითგარეჯის ის ძეგლები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს. დოკუმენტს ხელს ზურაბ ნოღაიდელი საქართველს მთავრობის მეთაურის სახელით აწერს.

ყოფილი პრემიერის გამოკითხვის შესახებ არაფერი იციან დაკავებულების - ივერი მელაშვილისა და  ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა. ზურაბ ნოღაიდელი, პროკურატურაში სავარაუდოდ მიზანმიმართულად, სწორედ მას შემდეგ დაიბარეს, რაც უფლებადამცველებს საქმის მასალები უკვე გადაცემული ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი