ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ კარტოგრაფების დაპატიმრებით "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ხალხის ყურადღების გადატანას ცდილობს. მათი თქმით, სანამ ივანიშვილი გარეჯის თემით მანიპულირებს, საქართველოს ურთიერთობა უფუჭდება მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთანაც.
კარტოგრაფების საქმე არის რუსეთის პროპაგანდის ხერხებით შექმნილი წინასაარჩევნო ხელოვნური თემა, რომელსაც საერთო არ აქვს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. ეს ყველაფერი შექმნის გრძელვადიან პრობლემას აზერბაიჯანთან, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი.
ამასთან, "ლლეოს" წევრი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებამ მიაგნო ჩვენთვის სასურველ დოკუმენტს, ის უნდა გამოიყენოს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებისას და არა ქვეყნის შიდა არეულობისათვის.
გარეჯის საქმით ხელისუფლება წინასაარჩევნო ხმაურს ქმნის. მეზობელ სახელმწიფოს "ოცნება" ეუბნება, რომ, შესაძლოა, მისი ხელიც ურევია ქართველების მიერ ჩადენილ დანაშულში - ეს ძალიან საფრთხისშემცველია, - ამბობს დავით უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახითმ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.