
კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა და რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 94 გახდა.
კორონავირუსი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში ქალს დაუდასტურდა, რომელმაც საკუთარი ინიციატივით “ არქიმედეს “ წნორის კლინიკას გუშინ მიმართა და PCR ტესტირება ჩაიტარა.
კორონავირუსი აღმოაჩნდა თელავში, თვითიზოლაციაში მყოფ სამ მოქალაქესაც. ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.
რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, 13 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 207 აჭარიდანაა, 168 კი თბილისიდან.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.