"ენმ"-ში ამბობენ, რომ ზუგდიდში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ძალოვნები საგანგებოდ ჩაიყვანეს და საგანგებო დავალებაც მისცეს - მათ უნდა შეისწავლონ კონკრეტულ უბნებში ვინ ვისი მხარდამჭერია, და დააკვირნენ საარჩევნო პროცესს. განცხადება ამის შესახებ ზუგდიდში, "ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანი წითლიძემ გააკეთა და იმ პოლიციელების ფოტოებიც გაასაჯაროა, რომლებიც მისი ინფორმაციით, ამ პროცესში არიან ჩართული.
წითლიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებს დავალება აქვთ, განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური არჩევანის მქონე ოჯახები დააშინონ, დააშანტაჟობ და მოისყიდონ.