ასპინძაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის წარდგენის ღონისძიებაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, თქვა, რომ "ოცნება" უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც დაგვჭირდება პროვოკაციების მოთმენა.
არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ პროვოკაციების სახით რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ბევრის მოთმენა მოგვიწიოს, შეიძლება ბევრი პროვოკაცია მოვითმინოთ და თვალიც დავხუჭოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი იყოს წყნარი, მშვიდობიანი და ყველამ ერთად შევძლოთ ამ ქვეყნის ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერება, ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება, - ამბობს გახარია.
ცნობისთვის, ასპინძაში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილია.