პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტორლიშვილი, წიანსაარჩევნო ზეცოლა საუბრობს და ამბობს, რომ არსებობს პარტიული სია, რომელშიც გაწერილია, რომელი სკოლის დირექტორი უნდა მოიხსნას თანამდებობიდან.
7 წელი მებრძოდნენ, ყველა წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის მსხვერპლი ვიყავი - სოფლის რწმუნებულის დავალებით მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ - შენ რომ არ შეგეხოს რაიმე, შენს ქმარს უთხარი, რომ გაჩერდეს და ნუ აძლევს ენმ-ს ხმას. ამჯერად ჩემი შვილის პოლიტიკური აქტივობის გამო დამსაჯეს. დირექტორები სოფლის რწმუნებულების ასარჩევი უნდა ვიყოთ, რომელთაც ნაყიდი დიპლომები აქვთ?, - ამბობს ჭოტორლიშვილი
სკოლის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ ბუნდოვანი, გაურკვეველი პარტიული სიის მიხედვით, მის გარდა, 5 სხვა სკოლაშიც გაათავისუფლეს დირექტორები.
პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან მოხსნას ეხმიანება "ენმ-ძალა ერთობაშიას" მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელიც. ის გათავისუფლებულ დირექტორებს პირდება, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ სამართალი აღდგება.
შეგახსენებთ, რომ ქსნის სკოლის დირექტორი სკოლიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. მისი შვილი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო შტაბის წევრია. მასწავლებელი ამ დროისთვის ინფაქტის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს.