რესურსცენტრებსაც აშინებენ, მინისტრიც შეშინებულია...-ოქრიაშვილი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ დირექტორზე 

გამოქვეყნდა:

ეს არის არნახული ზეწოლა მოსახლეობაზე და მე დარწმუნებული ვარ რომ ამით კი არ დააშინებენ, კიდევ უფრო გააღიზიანებენ მოსახლეობას და მიიღებენ იმ შედეგს რასაც იმსახურებენ - ასე ეხმაურება ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელი ქსნის სკოლის დირექტორის პოლიტიკური მოტივით თანამდებობიდან გათავისუფლბას:

მე მინდა ვუთხრა ჩვენი რეგიონის თოთოეულ მაცხოვრებელს, მათ შორის სკოლის დირექტორებს- არჩვენების დასრულებისთანავე იზეიმებს და აღდგება სამართალი - ამბობს ჩოჩელი.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩოჩელის საარჩევნო შტაბის წევრია გათავისუფლებული დირექტორის შვილი. 

მომხდარს ეხმაურება ოპოზიციის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი და ამბობს, რომ ქვეყანაში მასობრივად აშინებენ საჯარო მოხელეებს და ეს ყველაფერი 31 ოქტომბერს დასრულდება:

მე მინდა გავამხნევო ქალბატონი დოდო და ვუთხრა რომ პირველი რიცხვის შემდეგ აღსდგება თავის თანამდებობაზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ის ხალხი ვინც ძალადობს, ისინიც მსხვერპლნი არიან, მათაც აშინებენ, რესურსცენტრებს აშინებენ, მინისტრიც კი შეშინებულია, მინისტრის მოადგილეები შეშინებულები არიან და ეს შიშის ჯაჭვი ჩვენ 31-ში ერთად უნდა გავწყვიტოთ - ამბობს ოქრიაშვილი

შეგახსენებთ, რომ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორი, თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ცუდად გახდა. გუშინ, 12 ოქტომბერს ის ინფარქტის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჭოტორლიშვილის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

ყოფილი დირექტორიც და მისი შვილიც ამბობენ, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან მათი ოჯახი ოპოზიციის მხარდამჭერია და მათ წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი