ჯაფარიძე ამომრჩევლებისთვის სიცხის გაზომვას და ტემპერატურის ხმამაღლა გამოცხადებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გირჩის ლიდერი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებისთვის სიცხის გაზომვას და ხმამაღლა გამოცხადებას ითხოვს. 

საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელიც იქნება რიგის მარეგულირებელი ყოველ ჯერზე, როდესაც გაუზომავს სიცხეს მოსულ ამომრჩეველს, მისი სხეულის ტემპერატურა უნდა გამოაცხადოს ხმამაღლა, რათა გასაგები იყოს ყველა ადამიანისთვის, ვინც იქნება საარჩევნო უბანზე. მეორე - იგივე წევრმა, როდესაც ჩაატარებს თერმოსკრინინგს, ამომრჩეველს უნდა აჩვენოს თერმომეტრზე დაფიქსირებული მისი სხეულის ტემპერატურა. მესამე - ამომრჩევლებს უნდა აეკრძალოთ საკუთრი თერმომეტრით საარჩევნო უბანზე მისვლა" - ამბობს ჯაფარიძე.

გირჩის ლიდერი ითხოვს, მის წინადადებაზე საკუთარი პოზიცია ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემაც დააფიქსირონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი