კახეთში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

კახეთში კორონავირუსი სასულიერო პირს აღმოაჩნდა. ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

დაინფიცირებული მამაო ყვარელში მცხოვრებია, ის სახლში სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

ინფიცირების წყარო ცნობილია, ამიტომ ეპიდემიოლოგები  კონტაქტების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ.

რაც შეეხება საქართველოს მონაცემებს, 13 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა9 კი გარდაიცვალა. ახალი ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი - 207 აჭარიდანაა, 168 კი თბილისიდან. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 2841
  • გამოჯანმრთელებულია - 6 867;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 102;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 590;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 393
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი