ვოლსკის სპიკერობის ახალი ფუნქცია - "ოცნება" სახის შენარჩუნებას ცდილობს

გამოქვეყნდა:

ოცნების მთავარმა სპიკერმა დაანონსა, რომ კარტოგრაფების საქმეს კიდევ რამდენიმე ახალი ბრალდებული ეყოლება. გია ვოლსკის ინფორმაციით ეს ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იქნებიან, ვინც საპატიმროში მყოფ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას იცავენ. მას შემდეგ რაც წინასაარჩევნოდ მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ ამოქმედებული დისკრედიტაციის გეგმა სრულად ჩავარდა, ოცნება სახის შენარჩუნებას ახალი ბრალდებებით ცდილობს. "ოცნება" წინა ხელისუფლებას 2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსის საგანგებოდ შეცვლასა და სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებაში ადანაშაულებს. პასუხების გაცემას კი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის პარლამენტის ყოფილი თავმჯოდმარის ნინო ბურაჯანაძისგან ითხოვს. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის საქმიანობა პარლამენტმა უნდა შეისწავლოს. მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, რასაც ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვენ, სწორედ ამ საკითხზე საპარალმენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი