მეუფე იაკობი ახალი მიწების მოლოდინში - მორიგი ულტიმატუმი ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. მიზეზი ტურისტულ ზონაში, ქალაქ სიღნაღის ცენტრში ტერიტორიების გადაცემაა. ორი მიწის ნაკვეთს, სადაც ახლა სკვერებია, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ეპარქიის მღვდელმთავარი თავისთვის ითხოვს.  

იაკობის მიერ მოთხოვნილი ტერიტორიები ქალაქის პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს. როგორც ირკვევა, ხუთიათას კვადრატულზე საბჭოეთის სისხლიან რეპრესიებამდე სომხური ტაძარი იდგა, მეუფე იაკობი კი აბობს, იქ ქართული ტაძრის აშენებას აპირებს.

კიდევ ერთ ადგილზე, რომელზეც ბოდბელ ეპისკოპოსს არჩევებამდე პრეტენზია გაუჩნდა, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მერიის გვერდით არსებული საჯარო სივრცე, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ქონება იქნება, რომელიც ბოდბის ეპარქიის მრავალათასიან ქონებას შეემატება. 

საკრებულოს აპარატის უფროსი მეუფე იაკობისთვის ტერიტორიების გადაცემას კატეგორიულად უარყოფს. 

მრავალფეროვანი მეხსიერების წაშლა, ისტორიული კულტურული სივრცეების სრული მონოპოლიზება და ქართული ეკლესიის შეუზღუდავი დომინაცია - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მეუფე იაკობის ქმედებებს. 

შეგახსენებთ, რომ უკვე წელიწადზე მეტია, ადგილობრივი გლეხები ბოდბის მონასტრის მიერ კერძო მიწების დაქვემდებარებასა და მეუფე იაკობის გავლენის გაფართოებას აპროტესტებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი