ესპანეთის ლა ლიგამ შემდეგი ელ -ლასიკოს ჩატარების თარიღი დაასახელა.
"ბარსელონასა" და "რეალს" შორის შემდეგი შეხვედრა 24 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება. საპასუხო შეხვედრა კი 2021 წლის 11 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე".
2020 წლის სეზონში მადრიდის "რეალი" ლა ლიგის გამარჯვებული 34-ედ გახდა.
თამაში კორონავირუსის გამო მაყურებლის გარეშე ჩატარდება.